21:48 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-10 11:03:15, 1481 ნახვა

კომენტარი
კალაძე: წელს პრიორიტეტული სატრანსპორტო სისტემის განვითარება და ქალაქის ისტორიული იერსახის აღდგენა იქნება

2018 წლის ყველა სხვა მნიშვნელოვან საკითხთან ერთად, პრიორიტეტული დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემის განვითარება და თბილისის ისტორიული იერსახის აღდგენა იქნება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე წლის გეგმებში მუნიციპალური ტრანსპორტის გაუმჯობესება და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება შედის, რათა დედაქალაქის მოსახლეობისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი კომფორტული გახდეს.

„გარდა ამისა, განხორციელდება საგზაო პროექტები, რომლებიც დედაქალაქის კონკრეტულ მონაკვეთებში საავტომობილო მოძრაობას მნიშვნელოვნად განტვირთავს. ვიცით, რომ ამ მიმიმართულებით, სერიოზული უკმაყოფილებაა და საცობების თვალსაზრისით პრობლემაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, გასული წლის ბოლოს, ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები და იქ არსებული შენობების რეკონსტრუქცია-რესტავრაცია დაიწყო. 

„წელსაც, 62 მილიონი ლარი გამოიყოფა, რომ ისტორიული უბნების რეაბილიტაცია განხორციელდეს. ამ პროცესში პრიორიტეტული ძველი თბილისის იერსახის შენარჩუნება იქნება. წელსვე, დაგეგმილი გვაქვს გუდიაშვილის მოედნის, მშრალი ხიდის და მისი მიმდებარე ტერიტორიის - 9 მარტის ბაღის სრული რეაბილიტაციაც. მგონია, რომ ზოგადად, ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის აღდგენა-რეაბილიტაცია ჩვენი გუნდისთვის, ამ ოთხი წლის განმავლობაში, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ეს ის სიმდიდრეა, რაც ჩვენს ქალაქს გააჩნია და რომელსაც მოვლა-პატრონობა სჭირდება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics