23:31 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-10 10:01:43, 1757 ნახვა

სამართალი
აჭარაში თაღლითობის ბრალდებით 5 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აჭარაში თაღლითობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა.

უწყების ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 5 პირი: 1991 წელს დაბადებული ბ.ქ., 1991 წელს დაბადებული გ.ღ., 1986 წელს დაბადებული გ.გ., 1990 წელს დაბადებული გ.ქ. და 1990 წელს დაბადებული ლ.ფ., თაღლითობის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ბათუმში მდებარე ერთ-ერთ სლოტ-კლუბში სათამაშო აპარატი წინასწარი შეთანხმებით დააზიანეს, თაღლითური გზით 10 760 ლარი მოიგეს, შემდეგ მოგებული თანხა აიღეს და შენობა დატოვეს. კლუბის თანამშრომლებმა მომხდარი ფაქტი საეჭვოდ მიიჩნიეს და სამართალდამცველებს მიმართეს. პოლიციამ ხუთივე პირი შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცხელ კვალზე დააკავა.

დადგინდა, რომ დაკავებულები მიმდინარე წლის დეკემბერში, მსგავსი თაღლითური სქემის გამოყენებით, სხვადასხვა ოდენობის თანხას რამდენჯერმე დაეუფლნენ“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით, არაერთგზის ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, რაც ოთხიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics