23:17 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-10 09:54:22, 1500 ნახვა

სამართალი
ხორავაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულების წინასასამართლო სხდომა დღეს გაგრძელდება

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულების წინასასამართლო სხდომა დღეს, 15:00 საათზე გაგრძელდება.

გუშინდელ სასამართლო პროცესზე  მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე იმსჯელეს.

დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ ბრალდების მტკიცებულებების ნაწილი კანონდარღვევითაა მოპოვებული.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე დაცვის შუამდგომლობასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს.

"დაცვის მხარე ითხოვს უმნიშვნელო მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას. ბრალდების მხარეს ყველა მტკიცებულება კანონის დაცვით აქვს მოპოვებული", - განაცხადა პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ.

ვინაიდან საქმე არასრულწლოვნებს ეხება, პროკურორმა მტკიცებულებების შინაარსობრივ მხარეზე საუბრისგან თავი შეიკავა.

რა მტკიცებულებებს სცნობს მოსამართლე დასაშვებად, გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი.

ამასთან, გუშინდელ სხდომაზე ასევე, ბრალდებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა. სასამართლომ ორივე მათგანი პატიმრობაში დატოვა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics