23:19 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-09 19:01:08, 1728 ნახვა

სამართალი
ხორავაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორი: ჩხუბის დროს 2 დანა ფიგურირებს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორის ზვიად ფხაკაძის თქმით, დაცვის მხარის განცხადებები, თითქოს საქმეში 2 დანაზე მეტი ფიგურირებს, სიმართლეს არ შეესაბამება.

პროკურორის მტკიცებით, დადგენილია, რომ საქმეში ჩხუბის დროს ორი დანა იყო გამოყენებული.

"საქმეში ჩხუბის დროს ფიგურირებს ორი დანა. აღნიშნული გარემოება დასტურდება არა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით, არამედ სხვა მატერიალური მტკიცებულებებით. გაუგებარია რაზე დაყრდნობით საუბრობს დაცვის მხარე ორ დანაზე მეტზე. საქმეზე დანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზები და დადასტურდება ის ინფორმაცია, რაც ბრალდებას სხდომაზე წარდგენილი აქვს. გარდაცვლილებისთვის მიყენებული დაზიანებები და საქმეში არსებული მტკიცებულებები თანხვედრაშია", - განაცხადა ზვიად ფხაკაძემ და დასძინა, რომ ზუსტადაა დადგენილი, რამდენი პირი მონაწილეობდა ჩხუბში და რამდენი იყო მიმდებარე ტერიტორიაზე.

თუმცა, ვინაიდან საქმე არასრულწლოვნებს ეხება, პროკურორი დეტალებს არ ახმაურებს.

ამასთან, წინასასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, პროკურორმა განმარტა, რომ საქმეში ფიგურირებენ არა სხვა დაჭრილი პირები, არამედ პირები, რომლებსაც მსუბუქი დაზიანებები აქვთ მიყენებული.

"დაჭრილი პირი - არ მიხსენებია. საუბარია დაზიანებებზე. სხვა პიროვნებებს ჩაუტარდა ექსპერტიზა და დადგენილია, რა სახის დაზიანებები აქვთ. მნიშვნელოვან დაზიანებებზე საუბარი არ არის", - აღნიშნა პროკურორმა.

რაც შეეხება იმას, თუ ვინ მიაყენა ხსენებულ პირებს დაზიანება, აღნიშნულის დადგენის მიზნით, როგორც პროკურორი აცხადებს, გამოძიება მიმდინარეობს.

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულების წინასასამართლო სხდომა ხვალ, 15:00 საათზე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების შედეგად ორი მოზარდი მოკლეს. ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე მოზარდი- ინციდენტიდან მეორე დღეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics