21:18 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-06 16:29:26, 3078 ნახვა

მსოფლიო
რექს ტილერსონი: არასდროს შემპარვია ეჭვი ტრამპის ფსიქიკურ ჯანმრთელობაში

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანის რექს ტილერსონს განცხადებით, მას პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ფსიქიკურ ჯანმრთელობაში ეჭვი არასდროს შეპარვია, - ამის შესახებ BBC იუწყება.

როგორც ტილერსონმა აღნიშნა, დონალდ ტრამპი მის წინამორბედებს არ ჰგავს.

„არასდროს მქონია მიზეზი, რომ პრეზიდენტ ტრამპის ფსიქიკაში ეჭვი შემეტანა. ის არ ჰგავს თავის წინამორბედებს და ვფიქრობ, რომ ეს ყველასთვის ნათელია. სწორედ ამიტომ აირჩიეს ის ამერიკელებმა პრეზიდენტად“, - დასძინა სახელმწიფო მდივანმა.

ცნობისთვის, გუშინ დონალდ ტრამპის შესახებ სკანდალური წიგნი გამოვიდა. წიგნის სახელწოდაა „ცეცხლი და მრისხანება: ტრამპის თეთრ სახლში“. მისი ავტორი, ჟურნალიტი მაიკლ ვულფია. ჟურნალისტი თავი წიგნში წერს, რომ "ტრამპი ჭირვეული ბავშვივით არის და მას პერიოდულად წახალისება სჭირდება. ამიტომ, ყველა მის გარშემო ტრიალებს".

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics