|
2015-01-16 17:11:10, 5446 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. უწყების ინფორამციით, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო სკოლის ოპერატიული, გაერთიანებული და ნატოს დონის ოპერაციების დაგეგმვის კურსის უფროსმა ინსტრუქტორმა, პოლკოვნიკმა არჩილ ჩაჩხიანმა სამხედრო-ისტორიული ხასიათის წიგნი „რუსეთ-საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობები და საბრძოლო მოქმედებები აფხაზეთის რეგიონსა და შავიზღვისპირეთში (1918-1920 წლები)“ დაწერა. ავტორმა 1918-1920 წლებში აფხაზეთსა და შავიზღვისპირეთში ქართული შენაერთების საბრძოლო მოქმედებები მეცნიერულ ჭრილში მიმოიხილა. წიგნი საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრებისა და მეცნიერ-ისტორიკოსებისთვის, აგრეთვე სამხედრო ისტორიით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისთვისაა განკუთვნილი. წიგნის პრეზენტაციას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე გოჩა რატიანი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე და გენერალური შტაბის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები დაესწრნენ. პრეზენტაციაზე მოწვეულნი იყვნენ ასევე, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის პროფესორები.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)