12:02 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-05 17:30:01, 2211 ნახვა

კომენტარი
პრეზიდენტი სააკაშვილზე: შემაშფოთებელია, რომ პროკურატურამ დევნის საფუძვლად შეწყალების უფლების კონსტიტუციური მუხლი გამოიყენა

„შემაშფოთებელია, რომ პროკურატურამ  დევნის საფუძვლად გამოიყენა შეწყალების უფლების შესახებ კონსტიტუციური მუხლი“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მისი წინამორბედის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ დღეს საქალაქო სასამართლოში გამოტანილ განაჩენს.

მარგველაშვილის თქმით, შეწყალების მუხლის უფლების გამოყენების შემდეგ პროკურატურის მიერ პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა ეჭვი, იმასთან დაკავშირებით, რომ  კონსტიტუციური უფლების არასწორი ინტერპრეტაციისა და ამ თვალსაზრისით კონსტიტუციური ბალანსისთვის პრობლემების შექმნის მცდელობაა.

"სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე და მაშინდელი ხელისუფლების რეაქცია, თავიდანვე იწვევდა ქართული საზოგადოების უაღრეს აღშფოთებას. ეს აღშფოთება თავის დროზე გაიზიარა სტრასბურგის სასამართლომაც. თუმცა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ამ სისტემურ დანაშაულში მონაწილე ადამიანები, სამწუხაროდ ზოგიერთი მათგანი დაწინაურდნენ,  რამაც საზოგადოებაში სამართალდამცავი სიტემის მიმართ ბუნებრივად კიდევ ერთხელ გააჩინა უნდობლობა.

დღეს როდესაც ჩვენ ვუყურებთ საზოგადოებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი საქმის განხილვას, შემაშფოთებელია, რომ პროკურატურამ დევნის საფუძვლად შეწყალების უფლების კონსტიტუციური მუხლი გამოიყენა. შეწყალების უფლების მუხლის გამოყენების შემდეგ, მოხდა პროკურატურის მიერ პოლიტიკური განცხადების გაკეთებაც, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ არის კონსტიტუციური უფლების არასწორი ინტერპრეტაციის მცდელობა და ამ თვალსაზრისით, კონსტიტუციური ბალანსისათვის პრობლემების შექმნის მცდელობა.

მინდა ხაზი გავუსვა იმასაც, რომ საერთაშორისო თვალსაზრისით, სწორედ კონსტიტუციური მუხლით დევნის წამოწყება ბადებს ძალიან ბევრ კითხვას და სერიოზულ ზიანს აყენებს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ იმიჯს.

ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით ამ პროცესს, რადგან გვიჩნდება ეჭვი, რომ სწორედ ამ მუხლით დევნის განხორციელება ემსახურება, კიდევ ერთხელ, პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვას და იმ პრეროგატივების, რომელიც გააჩნია, ძალთა დაბალანსების თვალსაზრისით, პრეზიდენტის ინსტიტუტს...

ვინც იცნობს კონსტიტუციას, ნახავთ, რომ ეს მუხლი პრეზიდენტის აბსოლუტურად დისკრეციული უფლებამოსილებაა. ამ მუხლის საფუძველზე დევნის განხორციელება და არა რაიმე სხვა მუხლის საფუძველზე, თავისთავად იწვევს კითხვებს - ხომ არ არის ეს ნაბიჯი გადადგმული ქვეყანაში კონსტიტუციური ბალანსის, ხელისუფლების შტოთა მიერ ერთმანეთის გაწონასწორების სისტემის წინააღმდეგ", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ჟურნალისტის კითხვაზე თვლის თუ არა პრეზიდენტი, რომ დღეს სასამართლომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო

მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ის ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს  არ გააკეთებს.

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics