22:11 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-04 19:07:24, 2405 ნახვა

სამართალი
თემირლან მაჩალიკაშვილის მამა: ჩემს შვილს არანაირი საბანკო ანგარიში არ ჰქონია

პანკისში, სპეცოპერაციის დროს დაჭრილი ახალგაზრდის, თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  დღევანდელ ბრიფინგს გამოეხმაურა.

მისი თქმით, შესაძლოა, იყოს ძალიან მცირე რაოდენობის თანხა ანგარიშზე, რომელიც თემირლან მაჩალიკაშვილს მისმა მეგობრებმა დაურიცხეს.

„არანაირი საბანკო ანგარიში მას არ ჰქონია. მაგათ რა ამოიღეს რა არა, ეს მე არ ვიცი. ევროპაში მყავს საძმო  და მაგათ თუ გამოგზავნეს 100 დოლარი ან 200 ლარი  ეგ იქნება. გერმანიიდან ჩამოტანიილი ფული აქვთ წაღებული.  ჩემი გოგო 6 წელი იმყოფებოდა გერმანიაში. ის რომ საბანკო ანგარიში ჰქონდა თემირლანს, ეს არის აბსურდი. ბავშვი ამ დღეში ჩააგდეს და რაღაც ხო უნდა თქვან. ალაჰის წინაშე, საქართველოს წინაშე  ვაცხადებ, რომ სიზმრადაც რომ გასჩენოდა  ამის სურვილი, ჩემი ხელით დავახრჩობდი“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, სუს-მა ბერი გაბრიელ სალოსის გამზირსა და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციების საქმეზე ვიდეომასალა გაასაჯაროვა. ამასთან, უწყებამ საქმეზე დამატებითი ინფორმაციაც გაავრცელა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
სახალხო დამცველმა ისაუბრა დაკავებულების გაშიშვლების, მათ შორის არასრულწლოვანთა ცემის, გაუპატიურების მუქარაზე პოლიციის მხრიდან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics