|
2017-12-31 17:32:03, 1171 ნახვა
რეგიონი
ქობულეთში საახალწლო ღონისძიებები იმართება
ქობულეთში სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობა და ღონისძიება იმართება. პარალელურად, ცენტრალურ მოედანზე საახალწლო გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს. ცენტრალურ მოედანზე გამართულ ღონისძიებებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან ერთად შეუერთდა და ჩურჩხელისა და გოზინაყის დამზადებაში მონაწილეობა მიიღო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, ასევე, იმყოფებოდნენ ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები. ზურაბ პატარაძემ მოედანზე შეკრებილ ქობულეთელებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და მომავალ, 2018 წელს მშვიდობა და წარმატებები უსურვა. ქობულეთის მერიის მიერ ორგანიზებული სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში მოეწყობა კონკურსები, ვორქ-შოფები და ფლეშ-მობები. ღამის 12 საათიდან კი, ღია ცის ქვეშ ქართველი ვარვსკვლავების მონაწილეობით გალა კონცერტი გაიმართება, რომელიც გვიან ღამემდე გაგრძელდება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)