|
2017-12-29 17:11:38, 2926 ნახვა
კომენტარი
მარგველაშვილი: როცა აკრძალვები და სიმკაცრეები შედეგს არ გაძლევს, ჯობია, მოხსნა და ადამიანები თავისუფლები იყვნენ
„როდესაც შენი პოლიტიკა უკეთეს შედეგს არ იძლევა, როცა ის აკრძალვები და სიმკაცრეები, რომელიც მოიფიქრე, შედეგს არ გაძლევს, ჯობია, რომ ეს აკრძალვები მოხსნა, ადამიანები თავისუფლები იყვნენ და თავად გადაწყვიტონ თავიანთი ბედი”, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ნარკოპოლიტიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრის მთავარ თემას ის კანონპროექტი წარმოადგენდა, რომელზეც პარლამენტი მუშაობს. "მე ვესაუბრე ჯგუფს, რომელიც დიდი ხანია მუშაობს თემაზე, რომელიც უარღერად მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის. ეს არის უფრო ადეკვატური ნარკოპოლიტიკის ჩამოყალიბება, ვიდრე არის ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში თანამედროვე ქართულ, ასევე საბჭოთა სისტემაში ბევრ ადამიანს უნგრევდა ცხოვრებას და ამავე დროს არავითარუ გამოსწორება ნარკოტიკების სტატისტიკაში არ მოიტანა. შესაბამისად, ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ საქართველოში მუშაობდა და დღესაც მუშაობს ნარკოპოლიტიკა, რომლის შედეგიც უკეთესი, ყოველ შემთხვევაში სტატისტიკის მაჩვენებლით არ არის და რომელიც აუბედურებს უამრავ ადამიანს, რომელიც ასევე სამართალდამცველების წინაშე აყენებს ძალიან პრობლემურ არჩევანს და ჩვენ ვხედავთ ჯგუფს, რომელიც პროფესიულად მუშაობს უფრო ჰუმანურ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით. ეს ჯგუფი თანამშრომლობს ჩვენს დეპუტატებთან, რომლებიც მოწოდებული უნდა იყვნენ, რომ ადეკვატურობის და ლოიალირობის შესაბამისი კანონმდებლობა შექმნან. მე ძალიან მიხარია, რომ ჩვენს საზოგადოებაში იხილება ეს თემა. მე მიხარია, რომ გამოვდივართ იმ სტერეოტოპებიდან, რომელიც ჩვენი მოქალაქეების სტიგმატიზაციას ახდენდა, და შემიძლია ზოგადად ვუთხრა ყველას, ვინც ამ საკითხზე ფიქრობს - როდესაც შენი პოლიტიკა უკეთეს შედეგს არ იძლევა, როცა ის აკრძალვები და სიმკაცრეები, რომელიც მოიფიქრე შედეგს არ გაძლევს, ჯობია, რომ ეს აკრძალვები მოხსნა, ადამიანები თავისუფლები იყვნენ და ადამიანებმა თავად გადაწყვიტონ თავიანთი ბედი", - განაცხადა პრეზიდენტმა.
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)