03:41 - 25 Jul, 2026
|
2017-12-28 16:44:04, 648 ნახვა
რეგიონი
შუახევის სახელოვნებო სკოლაში საახალწლო კონცერტი გაიმართა
შუახევის სახელოვნებო სკოლაში საახალწლო კონცერტი გაიმართა, რომელშიც სახელოვნებო სკოლისა და სკოლასთან არსებული ნენიის, ბუთურაულის, უჩამბის, ხიჭაურის ფილიალის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს ხალხური სიმღერები, შეასრულეს ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებები. საახალწლო ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე,საქართველოს პარლამენტის წევრთან ანზორ ბოლქვაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ზოიძე და მერის მოადგილე რუსუდან შავაძე ესწრებოდნენ. ხელმძღვანელმა პირებმა სახელოვნებო სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)