03:41 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-28 16:38:24, 892 ნახვა

რეგიონი
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი: რუსეთი ჩვენი ისტორიული სამშობლოა და მის შემადგენლობაში უნდა ვიყოთ

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, "რესპუბლიკა" რუსეთის შემადგენლობაში უნდა იყოს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

როგორც ე.წ. პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსეთი "სამხრეთ ოსეთის" "ისტორიული სამშობლოა".

"სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში უნდა იყოს. ის ჩვენი ისტორიული სამშობლო. ჩვენ რუსეთის შემადგენლობაში უკვე 80 წლის განმავლობაში არ ვცხოვრობთ, მაგრამ დღეს ფაქტობრივად რუსეთი ვართ. ჩვენი მოქალაქეები რუსეთის მოქალაქეებიც არიან,  ჩვენი ეკონომიკა რუსეთზეა დამოკიდებული, ხელფასები და პროგრამები რუსეთის ბიუჯეტიდან ფინანსდება", - განაცხადა ბიბილოვმა.

მისივე თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის "ხელმძღვანელობა" მზად არის "რუსეთთან მიერთების თაობაზე რეფერენდუმი" ნებისმიერ დროს ჩაატაროს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics