|
2017-12-28 16:20:03, 3751 ნახვა
პოლიტიკა
ლიტვამ შესაძლოა საქართველოს ავთენტური სახელწოდება დააკანონოს - განიხილება რამდენიმე ვერსია
ლიტვის სეიმის სპიკერის, ვიქტორას პრანცკეტისის ინფორმაციით, 2018 წელს, ლიტვური სახელმწიფოებრიობის აღდგენის მე-100 წლისთავთან დაკავშირებით, ლიტვამ, შესაძლოა, საქართველოს ავთენტური სახელწოდება დააკანონოს, - ამის შესახებ LRT იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ლიტვური ენის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ საქართველოს ახალი სახელწოდება ლიტვურ ენაზე შეიძლება ჟღერდეს, როგორც - "ქართველია“, "ქართველა“, "საქართველია“ ან "საქართველა“. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დისკუსიები ლიტვაში უკვე 10 წელია მიმდინარეობს. მედიის ცნობით, ლიტვური ენის სახელმწიფო კომისიის ახალმა ხელმძღვანელმა აუდრის ანტანაიტისმა მხარი დაუჭირა სეიმის სპიკერის ამ ინიციატივას და განაცხადა, რომ სეიმიდან ან საგარეო საქმეთა სამინისტროდან ოფიციალურ წინადადებას ელოდება. ანტანაიტისმა დასძინა, რომ თუ ახალი სახელწოდება დამტკიცდება, მას ძველთან ერთად მეორე ვარიანტის სახით გამოიყენებენ. შეგახსენებთ, მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქვეყანაში ვიზიტით ჩამოსულ ლიტველ ჟურნალისტებს თხოვნით მიმართა, რომ ტექსტებში საქართველო "გეორგიად" ან "საქართველოდ" მოიხსენიონ. ცნობისთვის, საქართველოს ლიტვურ ენაზე ”გრუზიას” ეძახიან.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)