|
2017-12-28 14:19:34, 1839 ნახვა
სამართალი
სასამართლომ სპეცოპერაციისას დაკავებულ ზურაბ გორნაკაშვილს პატიმრობა შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას დაკავებულ ზურაბ გორნაკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მისი ადვოკატი ირაკლი ბენია აღკვეთის ღონისძიების სახით 10-ათასლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. ჟურნალისტის კითხვას - იცნობდა თუ არა გორნაკაშვილი ახმედ ჩატაევს, ადვოკატმა არ უპასუხა. რაც შეეხება სპეცოპერაციის დროს დაკავებულ სხვა პირებს, ადვოკატის განცხადებით, გორნაკაშვილი მათგან ზოგიერთ იცნობდა, ზოგიერთს კი, არა. თუმცა კონკრეტულ სახელებს და გვარებს არ ასახელებს. ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში კიდევ სამი დაკავებულის: რუსლან ალადამოვის, რამაზ მარგოშვილის და ბადურ ჩოფანაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურა დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. შეგახსენებთ, 25 დეკემბერს, გამთენიისას, თბილისსა და ახმეტის რაიონის სოფლებში - დუისსა და ომალოში საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს. სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთი პირი თავის არეში დაიჭრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განმარტეს, რომ იგი ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანას ცდილობდა და სამართალდამცველმა სწორედ აღნიშნულის გამო მოახდინა მის მიმართ გასროლა. სუს-ის იფნორმაციით, დაკავებულები დაკავშირებული არიან 21-22 ნოემბერს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და მათ ხელშემწყობ პირებს წარმოადგენენ. უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დანაშაულებრივ ჯგუფთან კავშირზე მყოფი სხვა პირების გამოვლენის მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)