|
2017-12-28 11:50:32, 730 ნახვა
რეგიონი
გომარდულში ტურისტული სეზონი იხსნება
30 დეკემბერს, კურორტ გომარდულში ტურისტული სეზონი გაიხსნება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, 5 წლიანი პაუზის შემდეგ კურორტი ვიზიტორების მიღებას ისევ შეძლებს. გახსნის ღონისძიებები კურორტზე 15:00 საათზე დაიწყება და 21:30 საათამდე გაგრძელდება.
სტუმრებს საშუალება ექნებათ ისრიალონ თხილამურებზე, მოუსმინონ მუსიკას, დააგემოვნონ ადგილობრივი კერძები და სასმელები. ბავშვებისთვის დაგეგმილია სხვადასხვა თამაშები და სახალისო აქტოვობები. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გახსნის. მას მთავრობის წევრები, გიდები, ტურისტული კომპანიებისა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით ღონისძიებაზე დასწრების მსურველთათვის ბათუმიდან (ბულვარის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი) გომარდულის მიმართულებით, 11:00 საათიდან იმოძრავებს უფასო ტრანსპორტი. ღონისძიებაში მონაწილეობისთვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია ნომერზე 577 90 90 93 (91). (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)