19:16 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-27 19:46:32, 2876 ნახვა

კომენტარი
ზოიძე: დეკრიმინალიზაცია არის გზა, რომ რეალურად გადავჭრათ პრობლემა, რომელიც ნარკოტიკებთან ბრძოლამ გამოიწვია

ციხე არ არის სარეაბილიტაციო დაწესებულება, ციხით არავინ გამოსწორებულა, - ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ სხდომაზე განაცხადა, სადაც ის დეპუტატებს „სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონპროექტის შინაარსს აცნობს.

როგორც ზოიძემ აღნიშნა, შესაძლოა, პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსულმა ადამიანმა უფრო მეტის მოხმარება დაიწყოს.

"თუ პირს 2 წელი არ მოუხმარია, გამოსვლის შემდეგ შეიძლება მაშინვე დაეწაფოს. ზედოზირებით 14-ჯერ უფრო მეტი შესაძლებლობაა, როგორც კი მოიხმარს პირველივე კვირაში მოკვდეს. ალტერნატიული სასჯელები, დეკრიმინალიზაცია არის გზა იმისა, რომ ჩვენ რეალურად გადავჭრათ ის უდიდესი პრობლემა, რომელიც ნარკოტიკებთან ბრძოლამ გამოიწვია და არა ნარკოტიკებმა. ირანში, სადაც სასჯელი სიკვდილით დასჯაა, მომხმარებელი დაახლოებით იმდენივეა, რამდენიც ევროპაში. იმავე პორტუგალიაში, სადაც დეკრიმინალიზებულია ეს ყველაფერი. 0,3%-ია პრობლემური მომხმარებელი, როცა იყო 1%, როცა დეკრიმინალიზაცია დაიწყეს. მაშინ 80 ადამიანი იღუპებოდა ზედოზირებით, ახლა 5-6 ადამიანი ეღუპებათ მილიონიდან", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics