19:15 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-27 19:14:55, 1907 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე: დარწმუნებული ვარ, ნარკოპოლიტიკის კანონპროექტთან დაკავშირებით, უმრავლესობის შიგნით კონსესუსს მივაღწევთ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ნარკოტიკების მცირე დოზით მოხმარების დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით უმრავლესობის ფორმატში მსჯელობა მოუწევთ.

მდინარაძე დარწმუნებულია, რომ უმრავლესობის შიგნით კონსესუსი შედგება:

„“მე დავარქმევ ცხარე კამათს, რაც აუცილებლად უნდა იყოს იმისათვის, რომ საერთო აზრზე რამენაირად შევჯერდეთ ხოლმე ძალიან კრიტიკულ საკითხებზეც კი. ნუ დავარქმევთ დაპირისპირებას. დაგიდასტურებთ, რომ ცხარე კამათი იყო მათ შორის ფორმალურ დეტალებთან დაკავშირებითაც კი. გუნდის წევრები, მათ შორის კომიტეტის წარმომადგენლები არიან წინააღმდეგნი იმისაც კი, რომ ახლა იქნას განხილული ეს საკითხი, მაგრამ ჩვენ ბევრჯერ გავიარეთ ეს საკითხი უმრავლესობის შიგნით, ბევრჯერ გავივლით და ცხარე კამათი იქნება, რადგან ერთის მხრივ ჩვენ არ უნდა დავაზიანოთ ჩვენი მომავალი თაობების ინტერესი და ამავე დროს, ჩვენ უნდა ვაწარმოოთ სწორი ნარკოპოლიტიკა, ბევრჯერ ვიმსჯელებთ და საბოლოოდ დარწმუნებული ვარ, ოპტიმალურ და სწორ გადაწყვეტილებამდე მივალთ.

მთავარია, რომ ჩვენ მოვახერხოთ და მგონია, რომ ასეც იქნება, პოზიციების დაახლოება პირველ რიგში უმრავლესობის შიგნით, რომ ვაწარმოოთ სწორი  ნარკოპოლიტიკა.მნიშვნელოვან ცვლილებას აღარ მოითხოვს ეს კანონპროექტი. რამდენიმე დეტალის შეცვლით შეიძლება პოზიციები კიდევ უფრო დაახლოვდეს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, მივაღწევთ კონსესუსს უმრავლესობის შიგნით, რაც ორივე ინტერესს თანაბრად დააკმაყოფილებს“,-განაცხადა მდინარაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics