|
2017-12-27 17:32:07, 645 ნახვა
რეგიონი
აფხაზეთიდან დევნილ ლუბა კიტეიშვილს 100 წელი შეუსრულდა
დღეს, აფხაზეთიდან დევნილ ლუბა კიტეიშვილს, დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდა. ლუბა კიტეიშვილი სოხუმის რაიონი სოფელ ქვემო იაშთხვაში დაიბადა. აჭარაში 1992 წლიდან ცხოვრობს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აფხაზეთიდან დევნილი ოჯახი, ამჟამად დაბა ჩაქვში სახელმწიფოსგან გადაცემულ ბინაში ცხოვრობს. მას 4 შვილი, 7 შვილიშვილი და 15 შვილთაშვილი ჰყავს. 100 წლის ქალბატონს იუბილე აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ მიულოცა და სამინისტროს პროგრამის ფარგლებში 1000 ლარი გადასცა. ცნობისთვის, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო „100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების“ პროგრამას 2004 წლიდან ახორციელებს. 2014 წლამდე თითოეულ მოქალაქეზე 500 ლარი გაიცემოდა, 2014 წელის შემდეგ თანხის ოდენობა გაიზარდა და 1000 ლარს შეადგენს. 2017 წელს, აჭარაში 100 წელს გადაცილებული 36 მოქალაქე ცხოვრობს.
(NS)
კობახიძე - გულწრფელად ვულოცავ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას
ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტის" ეგზიტპოლით, მათი პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)