01:44 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-27 14:57:42, 2233 ნახვა

ეკონომიკა
გოცირიძე: ფრაქციების შექმნა 3 წლის განმავლობაში ხარჯებს დაახლოებით მილიონი ლარით გაზრდის

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობაში დამატებით 2 ფრაქციის შექმნა დარჩენილი 3 წლის განმავლობაში ხარჯებს  დაახლოებით მილიონი ლარით გაზრდის:

„4 მანქანა, მარტო ერთ მანქანას საწვავი 30 ათასი უნდა წელიწადში და ერთი ამდენი მძღოლის ხელფასი. ხარჯები რა თქმა უნდა გაიზრდება. ამ ფრაქციას მოსდევს დამატებით სხვა ხარჯები, მაგალითად ფრაქციას აქვს აპარატი, ტექნიკური მომსახურება- საკანცელარიო, ქსეროქსები. რაღაც ნაწილი გადმოვა ძველი ფრაქციიდან, მივლინების და სხვა ხარჯები. მთლიანობაში დაახლოებით მილიონი ლარით გაზრდის ხარჯებს დარჩენილი 3 წლის განმავლობაში”,-აღნიშნა გოცირიძემ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღეს საპარლამენტო უმრავლესობაში დამატებით  2 ფრაქციის შექმნას მხარი დაუჭირა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics