17:58 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-27 12:18:15, 1745 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: 2017-2020 წლებში, გზების და წყლით მომარაგების კომპონენტზე 9 მილიარდ ლარზე მეტს დავხარჯავთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ამ მიმართულებით მიმდინარე წელს ბიუჯეტის ათვისება უპრეცედენტოდ მაღალი იყო.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რადგან ინფრასტრუქტურა რა თქმა უნდა არის წამახალისებელი ეკონომიკის ყველა დარგის. ინფრასტრუქტურის განვითარების ეფექტი არის ძალიან მაღალი მთლიანად ეკონომიკაზე. 2017 -2020 წლებში ჩვენ ჯამში 9 მილიარდ ლარზე მეტს დავხარჯავთ სივრცითი განვითრების მარტო საგზაო ინფრასტრუქტურის კომპონენტზე, ასევე წყლით მომარაგების კომპონენტზე. უკვე შენდება 1000 კმ-იანი გზა, პროგრამა ხორციელდება წარმატებით, გეგმის მიხედვით მივდივართ, გეგმაზე ცოტა წინ ვართ წელს. 350 კმ აქედან არის ჩქაროსნული მაგისტრალი, ხოლო 650 კმ არის რეგიონული მნიშვნელობის გზები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არტერიებია რეგიონებში ახალი შესაძლებლობებისთვის. ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს საქმდება ათიათასობით ჩვენი მოქალაქე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. დაიწყო უმსხვილესი პროექტის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა. საბოლოო ჯამში ეს არის რამდენიმე მილიარდ დოლარიანი ინვესტიცია. თუმცა, პირველ ეტაპზე, რომელიც სამ წელიწადში დასრულდება, ჩვენ ვგეგმავთ რომ 2020 წელს უკვე მივიღოთ დიდი მოცულობის გემები. ეს არის დაახლოებით 500-დან 600 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია ამ 2-3 წლის განმავლობაში, რაც დამეთანხმებით მნიშვნელოვანი სტიმული იქნება ჩვენი ეკონომიკისთვის. ამ პორტის მთლიანი ზეგავლენა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics