03:08 - 25 Jul, 2026
|
2017-12-27 10:50:22, 802 ნახვა
რეგიონი
სოფელ დუისში უხუცესთა საბჭოს კრება გაიმართება
პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, სოფელ დუისში უხუცესთა საბჭოს კრება გაიმართება. შეკრება დუისის კულტურის სახლთან 12:00 საათზეა დაგეგმილი. ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა,კონტრტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად, პანკისის ხეობაში 4, თბილისში კი, 1 პირი დააკავა. მათ ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედებათ ბრალად. სპეცოპერაციის დროს, ერთი პირი დაიჭრა. როგორც სუს-ში განაცხადეს, იგი ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანას ცდილობდა და სამართალდამცველებმა სწორედ ამის გამო გაუხსნეს ცეცხლი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)