01:11 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-26 12:05:54, 2157 ნახვა

მსოფლიო
სააკაშვილი: პოროშენკოს შეეძლო ახალი ჩერჩილი გამხდარიყო, მაგრამ ის მუდმივად ცდილობს გახდეს პუტინი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ცდილობს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს დაემსგავსოს.

როგორც სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, პოროშენკო მას იმავე მეთოდებით ებრძვის, როგორც ვლადიმერ პუტინი ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის.

„პუტინმა რუსეთის ერთადერთ ღირსეულ კაცს, ალექსეი ნავალნის, რომელმაც მასთან ბრძოლა გაბედა, არჩევნებზე არ დაარეგისტრირა, პოროშენკომ კი მოქალაქეობა ჩამომართვა, რათა უკრაინაში პოლიტიკით არ დავკავდე. პუტინმა ნავალნის ცრუ ბრალდებები წაუყენა, პოროშენკო კი ჩემთან მიმართებაში იმავეს გაკეთებას ცდილობს. პუტინი ნავალნის ტელეეთერით გამოჩენას კრძალავს, ჩვენთან კი იმ ტელეარხებს, სადაც მე მიწვევენ,  ყოველთვის პრობლემები უჩნდებათ. პოროშენკოს შეეძლო ევროპის ახალი ჩერჩილი გამხდარიყო, მაგრამ ის მუდმივად ცდილობს გახდეს პუტინი. რას ვიზამთ, პუტინობის ამ კანდიდატს უკრაინელი ხალხი ძალიან სწრაფად გაუმკლავდება. როგორც ერთი კლასიკოსი წერდა: „უკრაინა რუსეთი არაა“, - წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, რუსეთის 20 ქალაქის საინიციატივო ჯგუფმა მოსკოვში გამართულ კენჭისყრაზე ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა. პროცედურაში 753 ადამიანი მონაწილეობდა. ნავალნის პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელებას საინიციატივო ჯგუფის 742 წევრმა დაუჭირა მხარი, თუმცა რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ნავალნის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი უთხრა. უარყოფითი პასუხი ნავალნიმ ნასამართლეობის გამო მიიღო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics