|
2017-12-26 10:08:55, 2026 ნახვა
სამართალი
ჯგუფური ყაჩაღობის მომზადების ბრალდებით 5 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფური ყაჩაღობის მომზადების ბრალდებით 5 პირი დააკავა. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფური ყაჩაღობის მომზადების ბრალდებით, დანაშაულებრივი დაჯგუფების 5 წევრი 1965 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ჯ.ბ., 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ვ.ბ., 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ქ., 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ჯ. და 1991 წელს დაბადებული უ.ე. თბილისში დააკავეს. ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფების ერთ-ერთმა წევრმა - ვ.ბ.-მ შეიტყო, რომ მიმდინარე წლის 23 დეკემბერს ერთ-ერთი სადისტრიბუციო კომპანიის დისტრიბუტორს დიდი ოდენობით თანხა - ათეულობით ათასი ლარი სამსახურებრივი ავტომობილით უნდა გადაეტანა და თბილისში, კალაუბნის ქუჩაზე მდებარე „პროკრედიტ ბანკის“ ფილიალში ჩაებარებინა. ვ.ბ.-მ, თანამზრახველებთან ერთად, დისტრიბუტორზე ყაჩაღური თავდასხმა განიზრახა და სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებმა „პროკრედიტ ბანკის“ ფილიალის ტერიტორია შეისწავლეს, იქვე მდებარე მშენებარე შენობაში 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და პისტოლეტი, საბრძოლო ვაზნებთან ერთად, წინასწარ გადამალეს და დანაშაულის ჩასადენად ფუნქციები გადაინაწილეს. ბრალდებულებმა განზრახვის აღსრულება მიმდინარე წლის 23 დეკემბერს დაგეგმეს, თუმცა სამართალდამცველების ოპერატიული რეაგირების გამო, ჩანაფიქრი ვერ განახორციელეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულებრივი დაჯგუფების ხუთივე წევრი „პროკრედიტ ბანკის“ ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს და დაგეგმილი ყაჩაღური თავდასხმა აღკვეთეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების მიერ გადამალული 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი და საბრძოლო ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღეს“,-აცხადებენ შს-სამინისტროში. გამოძიება დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჯგუფური ყაჩაღობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 18-179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. (NS)
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)