2017-12-25 18:50:25, 2342 ნახვა
საზოგადოება
„რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზა ხვალ 12:00-დან 18:00 საათამდე, მგზავრებს ვერ მოემსახურება
„რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზა 26 დეკემბერს, 12:00-დან 18:00 საათამდე, მგზავრებს ვერ მოემსახურება.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, სს თელასის მიერ წარმოებული გეგმიურ - ტექნიკური სამუშაოების გამო, აღნიშნულ პერიოდში „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზას დროებით შეუწყდება ელექტროენერგიის მიწოდება.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.
(NS)
ავტორი: ,