17:58 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-25 15:19:24, 2335 ნახვა

კომენტარი
მეუფე ანტონი: არც ერთი მედია არ ექცევა თავისი ქვეყნის ეკლესიას ისე, როგორც საქართველოში

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი სინოდში შესაძლო დაძაბულობას ეხმაურება და მედიას ჭორების გავრცელებაში ადანაშაულებს.

როგორც მეუფემ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ ადამიანებს პირადი შეხედულება გააჩნიათ, ეს დაძაბულობის არსებობას არ გულისხმობს.

"შეტევა ტელევიიზიიდან, რადიოდან, ზოგადად მედიიდან მოდის. არც ერთი მედია, არსად, არ ექცევა თავისი ქვეყნის ეკლესიას ისე, როგორც საქართველოში ექცევით თქვენ. სულ ყველაფერს, ჭორზე აგებულს ავრცელებთ. უწინ იყო - კვამლის გარეშე ცეცხლი არ არსებობდა, კვამლი არ არსებობს თქვენ ისეთ ცეცხლს გააჩენთ და ისეთ რაღაცას მოიგონებთ. რას ხედავთ სინოდში, დაძაბულობის მაჩვენებელს?! ეგ გამორიცხული ამბავია. ერთს და ორს, თუ აქვს თავისი პირადი შეხედულობა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სინოდში არსებობს დაძაბულობა. ეს ასე არ არის", - განაცხადა მეუფე ანტონიმ.

ცნობისთვის, დღეს სვეტიცხოვლის ტაძაარში პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წლისთავი აღნიშნეს. აღსანიშნავია, რომ საღმრთო ლიტურგიას არ ესწრებოდა წმინდა სინოდის ნაწილი, მათ შორის მეუფე იაკობი, მეუფე პეტრე და სხვები. სინოდის წევრების ნაწილის არ დასწრების ფაქტზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics