2017-12-24 14:08:56, 2296 ნახვა
საზოგადოება
მოწამეთა-ტყიბული-ამბროლაურის გზის 71-ე კმ-ზე კლდოვანი მასაა ჩამოსული
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 71-ე კმ-ზე (ამბროლაურთან) ჩამოსულია დიდი მოცულობის კლდოვანი მასა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართულია სოფელ იწა და სოფელ ახალსოფელზე გამავალ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე.
ავტორი: ,