18:55 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-23 16:07:55, 2307 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე დედაენის ბაღში საახალწლო ქალაქის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერი კახა კალაძე დღეს დედაენის ბაღში საახალწლო ქალაქის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო.

როგორც მან აღნიშნა, სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა ხვალ საახალწლო ქალაქში მისულ სტუმრებს სასიამოვნო გარემო დახვდეთ.

„ყველა ადამიანს, ვისაც აქვს სურვილი, შეუძლია მობრძანდეს შვილებით, შვილიშვილებით და ერთად გავატაროთ ეს სადღესასწაულო დღეები. ნამდვილად სასიამოვნო გარემოა აქ და ვფიქრობ თბილისელები კმაყოფილები დარჩებიან აქ გატარებული დღეებით“,- განაცხადა კახა კალაძემ.

მერიის ცნობით, საახალწლო ქალაქი სტუმრებს 24 დეკემბრიდან 7იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს. ყოველდღე დილის 10 საათიდან, ღამის 12 საათამდე, დედაენის ბაღში ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის მრავალფეროვანი გასართობი პროგრამაა დაგეგმილი. კერძოდ, საახალწლო ქალაქის ფარგლებში გაიხსნება საახალწლო ბაზრობა. მოეწყობა ყინულის მოედანი, კინოს მოყვარულთათვის კი ღია კინოთეატრი იფუნქციონირებს. ასევე დაგეგმილია ხის ნაკეთობათა სახელოსნოს გახსნაც. დედაენის ბაღის სტუმრებისთვის 24 დეკემბრიდან 7იანვრის ჩათვლით, ყოველდღიურად ქართველი მომღერლების საახალწლო კონცერტები გაიმართება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში ოცნება უკან იხევს
ამირან გამყრელიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ავრცელებს
კრიპტო უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკშია — დაიწყე ინვესტირება მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics