2017-12-22 15:42:33, 1985 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტმა სემეკის წევრებად გოჩა შონია და დავით ნარმანია აირჩია
პარლამენტმა საქართველოს ენერგეტიკისა და წაყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებად გოჩა შონია და დავით ნარმანია აირჩია.
ორივე მათგანს 83 დეპუტატის მხარდაჭერა აქვს.
სემეკის წევრობის ორი კანდიდატურა პარლამენტს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე ზურაბ მაჭარაძემ წარუდგინა.
ისინი სემეკის წევრებად 6 წლის ვადით არიან არჩეული.
ავტორი: ,