|
2017-12-22 14:38:29, 1629 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მესამე მოსმენით განიხილავს
პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებებს მესამე მოსმენით განიხილავენ. კანონპროექტს დეპუტატებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია აცნობს. მომხსენებელმა, კანონპროექტის წარდგენისას, ის ორი მუხლი გამოყო, რომლებშიც მეორე მოსმენის შემდეგ ცვლილება შევიდა. კერძოდ, ბესელიას განმარტებით, მეორე მოსმენის შემდეგ მე-17 მუხლის მე-4 პუნქტში დაემატა სიტყვა კომისია- საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიო სამაუწყებლო ქსელის განვითარებისთვის კომისია ანიჭებს საზოგადოებრივ მაუწყებელს დამატებით სიხშირეებს. „ასევე მე-6 პუნქტში, მე-20 მუხლში ეწერა- წარმოების უზრუნველყოფის მომსახურების ფრჩხილებში, რაც ამოღებულია“,-განაცხადა ბესელიამ. მაუწყებლის შესახებ კანონპროექტში ორი საკითხია, რომელზეც დეპუტატები განსაკუთრებით ვერ თანხმდებიან. ეს ეხება რეკლამის თემასა და სტარტაპების ჩანაწერს. კერძოდ, ცვლილებები აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული და სოციალური რეკლამების განთავსების პირობებს ადგენს და ასევე საზოგადოებრივ მაუწყებელს საშუალება ეძლევა, დამწყები საწარმოების და სტარტაპების დაფინანსება მოახდინოს. საზოგადოებრივი მაუწყებლის, ასევე მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე დასაშვები იქნება მხოლოდ სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალის/კონკურსის და გასართობი გადაცემის, სერიალის სპონსორობის განთავსება. უფრო კონკრეტულად, განისაზღვრება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე კომერციული რეკლამა არ შეიძლება განთავსდეს უქმე დღეებში, აგრეთვე საუკეთესო დროს – სხვა დღეებში, გარდა სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს. ამასთან, სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს კომერციული რეკლამის განთავსების შემთხვევაში კომერციული რეკლამის მოცულობა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს (ნაცვლად 30 წუთისა), ხოლო ყოველ საათში – 12 წუთს (20 %-ს), (ნაცვლად 6 წუთისა (10%-ისა)), სხვა დანარჩენ შემთხვევაში კომერციული რეკლამის მოცულობა ყოველ საათში არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს (5%-ს). დასაშვები ხდება, აგრეთვე გასართობი გადაცემებისა და სერიალების სპონსორობა. საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ვალდებული ხდებიან, ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმონ 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა (ნაცვლად 1 საათში, არანაკლებ 60 წამისა), რომლიდანაც არანაკლებ 10 წამისა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სათანადო სარეკლამო რგოლის წარმოდგენის შემთხვევაში საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ სოციალურ რეკლამას უნდა დაუთმოს. პარლამენტმა "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით 85 ხმით 6-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)