16:28 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-22 12:11:57, 1714 ნახვა

საზოგადოება
კვლევა: ონლაინ მედიიდან მომსახურებისთვის ყველაზე მეტი თანხა “პალიტრა მედია” ჰოლდინგში შემავალ ონლაინ გამოცემებს გადაერიცხა

მედიის განვითარების ფონდმა ანგარიში- მედიის ფინანსური გამჭვირვალობა 2017 გამოაქვეყნა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2017 წლის 3 კვარტალში ონლაინ მედიაზე ინფორმაციის გავრცელებისა და რეკლამის მიზნით, სულ 1 441 128 ლარი გადანაწილდა.

კვლევის თანახმად, აღნიშნული თანხიდან ყველაზე დიდი წილი (341 829) “პალიტრა მედია” ჰოლდინგში შემავალ ონლაინ გამოცემებზე (IPN, PalitraTV.ge, Kvirispalitra.ge, Bpn.ge. Ambebi.ge, Allnews.ge) მოდის; შემდეგ ადგილზეა Ipress.ge და მასთან დაკავშირებული სააგენტოები (ibusiness.ge; iregions.ge; imtavroba.ge) – 91 907; Info 9 - 70 334; PIA და მასთან დაკავშირებული გამოცემა (Daijesti.ge) – 68 859; Guardian.ge - 58 604; Newspress.ge და NSP.ge - 49 253; Expressnews და მასთან დაკავშირებული მედიასაშუალებები (Argumenti.ge; Economic.ge; 1news.ge) - 42 705; Newposts.ge 32 586; Primtime.ge - 31 795.

„სხვა მედია საშუალებებში კი, რომელთა ჯამური საბიუჯეტო კონტრაქტები 30 000 ლარზე ნაკლებია, ჯამში 281 188 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა. 34 319 ლარის ღირებულების კონტრაქტებში კონკრეტული საინფორმაციო სააგენტოს იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. საბიუჯეტო ორგანიზაციების ნაწილი საინფორმაციო სააგენტოებთან შუამავალი კომპანიების საშუალებით თანამშრომლობს, რის გამოც შესყიდვების სამსახურის მონაცემთა ბაზაში სრულფასოვანი ინფორმაციის მოძიება, თუ რომელ მედიას რა ოდენობის თანხა გადაერიცხა, რთულდება. მსგავსი კონტრაქტები ერთიანი ხელშეკრულებების კატეგორიაში მოვახვედრეთ. 2017 წელს ასეთი კონტრაქტები შპს პი არ საკონსულტაციო ჯგუფთან, შპს კლიპ-არტთან, შპს აიფიემ კვლევებთან გაფორმდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასა და შპს პი არ საკონსულტაციო ჯგუფს შორის ხელშეკრულება მედია მონიტორინგისა და საინფორმაციო 12 მომსახურებისთვის 115 185 ლარის ღირებულების ხელშეკრულება დაიდო, ამასთან მონიტორინგისა და საინფორმაციო მომსახურების თანხა ხელშეკრულებაში ერთმანეთისგან გამიჯნული არ არის და არც ის არის მითითებული, თუ რომელ მედიებში განხორციელდა ინფორმაციის გავრცელების მომსახურება. ანალოგიურად ქალაქ თბილისის მერიამ მედია მონიტორინგსა და ინფორმაციის გავრცელებაზე კომპანიის აი ფი ემ კვლევებთაბთან 43 340 ლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტსა და პი არ საკონსულტაციო ჯგუფსა შორის გაფორმებული 13 563 ლარის ღირებულების კონტრაქტიც არ აკონკრეტებს, თუ რომელ მედიაში განხორციელდა მერიის ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის განთავსება. 2017 წელს 290 433 ლარის ღირებულების ასეთი კონტრაქტი დაიდო, მათ შორის 251 932 ლარის ღირებულების 5 ( 4 შპს აიფიემ კვლევებთან და ერთი პი არ საკონსულტაციო ჯგუფთან ) ხელშეკრულება, რომელიც ნაწილობრივ მონიტორინგის მომსახურებასაც მოიცავს“,-აღნიშნულია ანგარიშში.

ბეჭდვით მედიაში კი, ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხის (76 626) ხელშეკრულება “რეზონანსთან” გაფორმდა, შემდეგ ადგილზეა“კვირის პალიტრა” (71 442) და “საქართველოს რესპუბლიკა” (39 387), “ვრასტანი” (22 100), ,,WHERE” (17 811), “გურჯისტანი” (14 100), ,,რკინიგზის ჟურნალი” (8 400), ,,ჯორჯია თუდეი” (7 760), “ვერსია” (6 750), ,,საბორტო ჟურნალი” (6 400), “მსოფლიო 2017 წელს” (5 400), ,,ეკონომისტი” (4 748), კატეგორიაში “სხვა” ის გაზეთებია გაერთიანებული, რომელთა 13 კონტრაქტები 6 000 ლარზე ნაკლებია (“მსოფლიო 2017 წელს”, ,,ეკონომისტი”, OK , ინტერიერი, GEORGIA TO SEE, პროფესიონალი +, ალია, The Georgian 2017, Royal Journal, ქართული სიტყვა, ახალი თაობა, ქრონიკა +, Steps, სარკე, Hello, მეცნიერება და ენერგეტიკა), ერთიანად კი მათმა ჯამმა 36 252 ლარი შეადგინა.

რეგიონულ ბეჭდვით მედიაში ყველაზე მეტი თანხის ხელშეკრულება ,,ჩემი ჭიათურასთან” (16 917) გაფორმდა, რომელსაც მოსდევს ,,ამბროლაურის მოამბე” (13 150), ,,გორის მაცნე” (9 224), ,,მარტვილი” ( 8 000), ,,გურია ნიუსი” ( 6 521), ,,ახალი საქართველო” ( 4 750), ,,სამხრეთის კარიბჭე” (3 500), P.S. (3 425), ,,ალიონი” (3 340), ,,ბათუმელები” (3 284), „ეგრისის მაცნე“ (3 275). სხვა გაზეთებს კი ჯამში 19 766 ლარის ხელშეკრულებები გაუფორმდათ. ღვინის სააგენტოს მიერ გაფორმებული ერთიანი ხელშეკრულების (ერთდროულად ორი კომპანია) ღირებულებამ 1 800 ლარი შეადგინა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics