16:28 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-22 11:54:14, 1610 ნახვა

საზოგადოება
ანგარიში: 2017 წლის სამ კვარტალში საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოსავალმა 32 825 661 მლნ ლარი შეადგინა

მედიის განვითარების ფონდი ანგარიშს მედიის ფინანსური გამჭვირვალობა 2017 აქვეყნებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, კვლევის შედეგად შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა:

სატელევიზიო ბაზარზე ყველაზე დიდი მოთამაშეების - ტელეიმედი, რუსთავი 2,  სტუდია "მაესტრო" და GDS-ის 2017 წლის 3 კვარტლის ფინანსური შემოსავლების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის კვლავაც გაუმჭვირვალეა, რადგან კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია მონაცემებს თითქმის 1 წელია არ ასაჯაროვებს;

4 ტელეკომპანიის გამოკლებით, სხვა მაუწყებელთა შემოსავლები მარეგულირებელმა ნოემბრის დასაწყისში მხოლოდ მედიის განვითარების ფონდის სასამართლოსათვის მიმართვის შემდეგ გამოაქვეყნა;

4 ტელეკომპანიის გარდა, სხვა სატელევიზიო მაუწყებლების სამი კვარტლის შემოსავალმა 50 591 081 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც ყველაზე დიდი წილი საზოგადოებრივ მაუწყებელზე (32 825 661) მოდის;

ტელეკომპანია ობიექტივის შემთხვევაში, მთავარი შემოსავლის წყარო წინა წლების მსგავსად, 2017 წელსაც შემოწირულობებია, რომელიც მთლიანი შემოსავლის 81 %- ს (768 035 ლარი) შეადგენს. აქედან 130 900 ლარი მაუწყებლის მფლობელის, 637 135  ლარი კი - სხვა პირების შემოწირულობებია.

2017  წელს საბიუჯეტო ორგანიზაციებმა სარეკლამო და საინფორმაციო მომსახურების მიზნით მედია საშუალებებთან 8 800 535 ლარის ღირებულების მომსახურების კონტრაქტი გააფორმეს, საიდანაც 65,9 % (5 800 606) ნაციონალური და შერეული დაფარვის ტელევიზიებზე მოდის, 9.8 % (864 964) - რეგიონულ ტელევიზიებზე, 14.6 % (1 325 943) - ონლაინ მედიაზე, 4,6 % - ბეჭდვურ მედიაზე (403 980), 0,7 % (60 209) - რადიოზე; 2,6 % (229 648) კი შერეულ კონტრაქტებზე გადანაწილდა.

ტელევიზიებს შორის ყველაზე მეტი ღირებულების - 2 449 383  ლარის ხელშეკრულება საბიუჯეტო ორგანიზაციებთან "იმედთან" გაფორმდა, რეგიონული ტელევიზიებიდან - ქვემო ქართლის ტელევიზიასთან (185 522 ლარი), რადიოებიდან - ჰოლდინგ "ფორტუნასთან"  (11 240 ლარი), ონლაინ მედიიდან - "პალიტრა მედია" ჰოლდინგში შემავალ ონლაინ გამოცემებთან (341 829), ბეჭდვით მედიიდან - გაზეთ "რეზონანსთან" (76 626)

„გარკვეული საბიუჯეტო ორგანიზაციები 2017 წელსაც აფინანსებდნენ ისეთ გამოცემებს, რომლებიც ანტიდასავლური სარედაქციო პოლიტიკითა და სიძულვილის ენის გაღვივებით გამოირჩევიან.

საჯარო დაწესებულებებსა და ტელევიზიებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებში ვხვდებით ისეთ ვალდებულებებს, რომლებიც თავისი შინაარსით სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევას წარმოადგენს, როდესაც სიუჟეტის შინაარსს, მის ეთერში განთავსებას და პერიოდულობას ადმინისტრაციული ორგანო ან საბიუჯეტო ორგანიზაცია განსაზღვრავს.

ონლაინ მედიაში სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის საკონტრაქტო პირობები როგორც ადმინისტრაციული ორგანოს დაკვეთით ჟურნალისტური გამოძიებების ჩატარებას, ასევე მათი საქმიანობის გაშუქებას, ინტერვიუების აღებას, გაშუქებული მასალებისთვის პრიორიტეტის მინიჭებას, მათ მთავარ თემებში გამოტანას მოიცავდა.

სარეკლამო და დაფინანსებული მასალების სარედაქციოსგან გამიჯვნის მკაფიო და თანმიმდევრული სტანდარტები არც ონლაინ მედიაში, არც ბეჭდვითში არ მოქმედებს, გარდა ცალკეული გამონაკლისებისა.

გარკვეული გამოცემები სარეკლამო სტატიებისა და სარედაქციო მასალების მკაფიოდ გამიჯვნის სტანდარტს არც ადგილობრივი არჩევნების დროს ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსების დროს იცავდნენ“,-აღნიშნულია ანგარიშში.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics