23:46 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-22 09:49:21, 2438 ნახვა

მსოფლიო
კატალონიის არჩევნებში დამოუკიდებლობის მომხრეები ლიდერობენ

გამოცემა Vanguardia-ს მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, დამოუკიდებლობის მომხრე პარტია კატალონიის რეგიონალურ პარლამენტში ყველაზე მეტ მანდატს მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ Independent-ი ავრცელებს.
გამოკითხვის თანახმად, არჩევნებს პარტია Ciudadanos (მოქალაქეები) იგებს, რომელიც 34-37 ადგილს მიიღებს. თუმცა, დამოუკიდებლობის მომხრე ძალები ERC, Junts per Catalunya და CUP-ი 67-დან 71 ადგილს მიიღებენ.
არჩევნებზე სულ 2680 უბანი იყო გახსნილი. ხმის მიცემის პროცესი ადგილობრივი დროით დილის 9 საათზე დაიწყო.  
მთელი დღის განმავლობაში უბნებთან ამომრჩევლების რიგები არ წყდებოდა.  ხელისუფლების განცხადებით, ინციდენტები გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე სხვა არჩევნებზე ყოფილა. სერიოზული დარღვევები არ დაფიქსირებულა. 
ამომრჩეველთა რაოდენობა რეგიონში 5,55 მილიონია. მათგან 226 ათასი საზღვრებს გარეთ ცხოვრობს.
არჩევნების შედეგად 135 დეპუტატს აირჩევენ. მათგან 85 ბარსელონიდან იქნება, 17- ჟირონიდან, 15 - ლირიდიდან, 18 - ტარაგონიდან. 
კატალონიის პარლამენტში უმრავლესობას 68 დეპუტატი წარმოადგენს.
2 ნოემბერს ესპანეთის სასამართლომ კატალონიის მთავრობის 8 ყოფილ მაღალჩინოსანს პატიმრობა შეუფარდა. მათ ბრალად ამბოხსა და საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში ედებათ. 8 ნოემბერს ესპანეთის საკონსტიტიუციო სასამართლომ კატალონიის პარლამენტის მიერ 27 ოქტომბერს მიღებული დამოუკიდებლობის რეზოლუცია უკანონოდ ცნო. დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ერთ საათში, ესპანეთის სენატმა კონსტიტუციის 155-ე აამოქმედა. რაც ბარსელონის ხელისუფლების მადრიდზე დაქვემდებარებას და რეგიონის ავტონომიის გაუქმებას გულისხმობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics