16:28 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-21 21:02:54, 2045 ნახვა

საზოგადოება
დავითაშვილი: ღვინის სექტორში არსებული წარმატება აბსოლუტური რეკორდია საქართველოს დამოუკიდებლობის პირობებში

 „ღვინის სექტორში არსებული წარმატება არის აბსოლუტური რეკორდი საქართველოს დამოუიდებლობის პირობებში“, -ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დეპუტატების საპასუხოდ პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის ნდობის საკითხს განიხილავენ.

ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის სფეროში 2012 წლიდან 2017 წლამდე განხრციელებულ წარმატებულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობეში სოფლის მეურნეობის სფეროს მიმართულებით მიდგომები მკვეთრად შეიცალა.

მისი თქმით, პროგრამების ძირითადი ნაწილი გრძელვადიანია და შედეგები მომავალში კიდევ უფრო თვალსაჩინო იქნება.

წარმატებულ სფეროებზე საუბრისას ლევან დავითაშილმა ღვინის სექტორი გამოყო და აღნიშნა, რომ ამ სფეროში არსებული წინსვლა აბსოლუტური რეკორდია საქართველოს დამოუიდებლობის პირობებში,

„წელს 70 მილიონ ბოთლზე მეტი ექსპორტი გვაქვს და ველოდებით, რომ წლის ბოლო მონაცემებით 80 მილიონს მივაღწევთ. ეს არის აბსოლუტური რეკორდი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებობის პერიოდში. საქართველოში ამდენი ყურძენი არასდროს გადამუშავებულა. ხაზგასასმელია ისიც, რომ აქამდე ჩვენს ქვეყანაში  ინდუსტრიულად დაახლოებით 60 ათასი ტონა მუშავდებოდა, რეგულარად ჩვენ უკვე გვაქვს 140–150 ათასი ტონის ინდუსტრიული გადამუშავება. ასევე აღსანიშნაია, რომ 5 ათასი ახალი ჰექტარი ვენახი გაშენდა ბოლო პერიოდის განმავლობაში,“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics