02:35 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-21 18:18:49, 1969 ნახვა

პოლიტიკა
ჯანელიძე: ჩვენი მიზანია, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები ეფექტური გახდეს

 „ჩვენი მიზანია, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები გახდეს ეფექტური და ჩვენ შევძლოთ რეალურად კონფლიქტის დარეგულირების მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა“,-ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებების ფორმატის დონის ამაღლებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„სამწუხაროდ ამ ფორმატში ძალიან ბევრი რაუნდი გაიმართა ძირითად საკითხებზე, ეს არის პირველ რიგში ძალის არ გამოყენება, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნა და იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნება. იმ დონეზე რა დონეზეც ეს დისკუსიები იმართება, სამწუხაროდ, ვერ ხდება გადაწყვეტილებების მიღება. ამიტომ ჩვენი მიზანია რომ მაქსიმალური ჩართულობა იყოს საერთაშორისო პარტნიორების, მაქსიმალურად მაღალ დონეზე, რათა ჩვენ შევძლოთ საკითხების გადაჭრა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის გზების გამოძებნა“,-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გუშინ, პარლამენტარებთან შეხვედრის დროს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესსა და მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატთან დაკავშირებით ისაუბრა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics