16:26 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-21 14:00:42, 1784 ნახვა

საზოგადოება
მტკვრის ქუჩაზე აღმოჩენილი ისტორიული ნაშთების კონსერვაცია განხორციელდება

თბილისის მერია და თბილისის განვითარების ფონდი მტკვრის ქუჩაზე აღმოჩენილი ისტორიული ნაშთების კონსერვაციას, კულტურული მემკვიდრეობის წესების დაცვით განახორციელებს.

მერიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კვლევის შედეგად იქნა მიღებული.

თბილისის მერიისა და თბილისის განვითარების ფონდის პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, მტკვრის ქუჩაზე მიმდინარე საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაციის დროს, აგურით ნაშენი წყალშემკრები საკომუნიკაციო ნაგებობა აღმოაჩინეს. ფაქტის შესასწავლად, თბილისის განვითარების ფონდმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს მიმართა, რის შემდეგაც, არქეოლოგიური კვლევა ჩატარდა და სპეციალისტების რეკომენდაციების საფუძველზე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ისტორიული კოლექტორის კონსერვაცია მიწით დაფარვის წესით განხორციელდეს.

სპეციალისტების კვლევით დადგინდა, რომ აგურით ნაშენი ნაგებობის არქეოლოგიურ თვალსაჩინოებად შენარჩუნების ძირითად დამაბრკოლებელ გარემოებას გრუნტის წყლები და საბჭოთა პერიოდში დაზიანებული საკანალიზაციო სისტემა წარმოადგენს. არქეოლოგიური ობიექტის ძირი მუდმივად იფარება წყლით, რაც მის დაჭაობებასა და ანტისანიტარიის კერის წარმოქმნას იწვევს.

დასკვნის მიხედვით, ნაგებობის ნაშთების სრულფასოვანი კვლევის მიზნით წარმოებული მიწის სამუშაოები, მომიჯნავე შენობების (საქართველოს კინემატოგრაფიის ცენტრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)  საძირკვლების მოშიშვლებას გამოიწვევს.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიისა და თბილისის განვითარების ფონდის პრიორიტეტს თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და შენარჩუნება წარმოადგენს. შესაბამისად, მტკვრის ქუჩაზე ისტორიული ობიექტის შესაძლო საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, ადგილზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები, არქეოლოგის ზედამხედველობის ქვეშ გაგრძელდება.

ობიექტის კონსერვაციამდე,  არქეოლოგიური ნაშთის ანაზომებისა და ფოტო-ფიქსაციის პროცესი ჩატარდება. კონსერვაციის შემდგომ კი, არქეოლოგიური ობიექტის მდებარეობის ადგილზე  საინფორმაციო დაფა განთავსდება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics