15:21 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-20 16:09:25, 2182 ნახვა

საზოგადოება
აჭარის მთავრობა: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყალბი მონაცემებით მორიგი ბრიფინგი გამართა

„დღეს, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყალბი მონაცემებით მორიგი ბრიფინგი გამართა და საზოგადოების და მედია-საშუალებების კვლავ შეცდომაში შეყვანა სცადა“ - აჭარის მთავრობის პრესსამსახური საპასუხო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც მთავრობის სტრატეგიული დეპარტამენტის უფროსი ბესიკ ლილუაშვილი ენმ-ის მიერ მოყვანილი მონაცემების სიყალბეზე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაზე აკეთებს აქცენტს.

„მინდა საზოგადოებას თვალნათლივ ვაჩვენო, როგორ იტყუება ენმ იმ დროს, როდესაც აფრიალებს ფურცლებს. ეს არის მის მიერ გავრცელებული და თქვენთვის დარიგებული დოკუმენტი, სადაც კალმით აქვს გახაზული კატეგორია „პიკაპები" და მიწერილი „ორი ცალი". ერთი გრაფით ქვემოთ წერია შესყიდვების რაოდენობა „ერთი ერთეული", საუბარია კატეგორია „პიკაპებზე" და არა რამდენიმე პიკაპზე. რატომ დაწერა ორი, დაეწერა ოცი, ოცდაათი, ხო, თავისუფალია. შეუძლია მოიგონოს და კარგი მომგონებელია. კარგად თხზავს ზღაპრებს.

 ეს არის მორიგი ტყუილი და მცდელობა, შეიყვანონ საზოგადოება სიცრუეში და რაღაცნაირად იმოქმედონ საზოგადოებრივ აზრზე. ენმ-ს მინდა პირდაპირ გავცე პასუხი. ეს არის დოკუმენტი, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა მოქალაქისთვის, ელექტრონული პროგრამიდან ამოღებული, სადაც ნათლად ჩანს, თუ რამდენ „პიკაპზე" იყო გამოცხადებული ტენდერი.

რაც შეეხება მანქანების საჭიროებას: როგორც უკვე ყველამ კარგად გაიგეთ, საუბარია ერთ პიკაპზე და ერთ მეო-2 კატეგორიის სედანზე. მინდა ავუხსნა რეზო ხარაზს, რომ პიკაპი ეს არის ნახევრად სატვირთო მაღალი გამავლობის ავტომობილი, გამომდინარე იმ საჭიროებიდან, რის წინაშეც დგას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი. როგორც მოგეხსენებათ მთავრობა ახორციელებს არაერთ მნიშვნელოვან პროექტს მაღალმთიან აჭარაში, იქნება ეს გაზიფიცირება, ელექტროფიცირება, კურორტ გოდერძის განვითარება, ალპური ბოტანიკური ბაღი, მწვანე ტბის რეაბილიტაცია და ა.შ, ჩვენ ვდგავართ იმ საჭიროების წინაშე, რომ გვჭირდება მაღალი გამავლობის მანქანა და ამ საჭიროების წინაშე დავდექით სწორედ ნაციონალური მოძრაობის გამო. როდესაც ისინი მიდიოდნენ ხელისუფლებიდან, ყველა მაღალი გამავლობის ავტომობილი გაასაჩუქრეს, გადასცეს მუნიციპალიტეტებს და მთავრობის აპარატს არ აქვს არც ერთი მაღალი გამავლობის მანქანა. აქ არ არის საუბარი კომფორტზე და ფუფუნებაზე. ამ ტიპის მანქანები, როგორიცაა პიკაპი და სედანი სჭირდება მთავრობის აპარატის თანამშრომლებს უბრალოდ გადაადგილებისთვის.

რაც შეეხება მანქანის შეძენას ავთანდილ ბერიძისთვის-არ არსებობს ასეთი განმარტება! ეს არის მორიგი ტყუილი. ეს არის მცდელობა მიაბან  სახელები მათ ტყუილებს, რომ უფრო დამაჯერებლად ჟღერდეს.  ავტოპარკი აჭარის მთავრობის აპარატში  უკანასკნელი წლების განმავლობაში არ განახლებულა. შესაბამისად, ამ საჭიროების წინაშე ვდგავართ და  მომდევნო წლის ბიუჯეტში ეს გათვალისწინებული იქნება"

განათლების სამინისტროს რაც შეეხება, აქაც საუბარია მეორე კატეგორიის ორ სედანზე, აქაც არანაირ ფუფუნებაზე საუბარი არ არის.  ენმ-ს შეუძლია ისაუბროს რაზეც უნდა, ეს არის მუცლით მეზღაპრეობა, ეს არის ტყუილი“, - აცხადებს ბესიკ ლილუაშვილი.

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
რეჟიმის მიერ გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის დაკავებულ ძალოვანებს ბრალდება წარედგინათ
გელა ხასაიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ის ციხეს სექტემბერში დატოვებს
„გოგოების გზა ტექნოლოგიებში - სწავლიდან ლიდერობამდე“ - გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენცია თიბისის მხარდაჭერით გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics