|
2017-12-20 15:22:12, 1498 ნახვა
კომენტარი
კაპანაძე წულუკიანს: აპირებთ თუ არა, კიდევ უფრო მოსალოცადაც გქონდეთ საქმე და მერაბიშვილი ციხეში დატოვოთ
„ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე დაუსვა შეკითხვა. კაპანაძის თქმით, ევროპულმა სასამართლომ მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა, რაც მერაბიშვილის გათავისუფლების საფუძველი უნდა გახდეს. მან იუსტიციის მინისტრს მიმართა კითხვით, აპირებს თუ არა, რომ მერაბიშვილი ციხეში დატოვოს: „თეა წულუკიანს, პირველ რიგში, მინდა მივულოცო, ერთადერთი მინისტრია საქართველოს ისტორიაში, რომლის მინისტრობის დროსაც მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა ევროსასამართლომ. მე-18 მუხლის დარღვევა აქამდე სადაც იყო დადგენილი, ევროპის სხვა სახელმწიფოებთან მიმართებაში, ან ყველა ტუსაღი იქნა გათავისუფლებული, ან მინისტრთა კომიტეტმა მოუწოდა ქვეყნებს, რომ გაათავისუფლონ ეს ტუსაღი. აპირებთ თუ არა, რომ კიდევ უფრო მოსალოცადაც გქონდეთ საქმე და მერაბიშვილი დატოვოთ ციხეში და გახდეთ ერთადერთი მინისტრი მთელი ევროპის მასშტაბით, რომლის მინისტრობის დროს გამოტანილია მე-18 მუხლის დარღვევა და პატიმარი აგრძელებს ციხეში ჯდომას“,-მიმართა კაპანაძემ თეა წულუკიანს. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ მერაბიშვილი პოლიტპატიმრად არ სცნო, რაც ოპოზიციისთვის სამწუხაროა. ამასთან, წულუკიანი მიიჩნევს, რომ მერაბიშვილმა ციხე არ უნდა დატოვოს, რადგან სასჯელს იხდის: „რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის საქმეს სტრასბურგში, მე ვიზიარებ თქვენს პოლიტიკურ მწუხარებას იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენ ვერ შეძელით სტრასბურგის დიდი პალატისთვის გეთქმევინებინათ, რომ ვანო არის პოლიტიკური პატიმარი. პირიქით, დიდმა პალატამ თქვა, რომ ის არ არის პოლიტიკური პატიმარი. რომ მის დაკავებაში არც ამჟამინდელ პატიმრობაში პოლიტიკური ნიშნები არ იკვეთება.კითხვა იცით ჩემსავით კარგად, ვთქვათ, რომ ჩემზე უკეთესადაც და წაიკითხეთ. ის, რომ მე-18 მუხლი დაირღვა, ეს არ არის ის,რ ასაც თქვენ ელოდით, თქვენ ელოდით პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მიცემას სტრასბურგის სასამართლოს გავლით, ეს ვერ მოახერხეთ და მე ამ მწუხარებას ვიზიარებ.ვანო უნდა გამოვიდეს თუ არა ციხიდან, მე თუ მეკითხებით, მე ვფიქრობ, რომ ის არ უნდა გამოვიდეს იმიტომ, რომ იხდის სასჯელს, ეს არის ორჯერ ორი ოთხი“,-განაცხადა წულუკიანმა. მთავრობის განახლებული შემადგენლობა პარლამენტში ნდობის მისაღებად იმყოფება.
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)