00:19 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-20 14:25:22, 1620 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: პროდუქტიულობის ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები ხორციელდება

 „პროდუქტიულობის ნაწილში რეფორმებს გავაგრძელებ,ეს რეფორმები ძალიან მნიშვნელოვანია“,-ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კანდიდატმა  ქუმსიშვილმა პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

,,პროდუქტიულობის ნაწილში რეფორმებს მე გავაგრძელებ, ეს რეფორმები ძალიან მნიშვნელოვანია - მათ შორის არის საჯარო და კერძო თანამშრომლობის რეფორმის კანონპროექტი, რომელიც შემოსულია პარლამენტში.  ეს გახლავთ კანონპროექტი, რომელმაც უნდა მოგვცეს სტიმული ჩვენს ქვეყანაში კერძო სექტორის განვითარების, ახალი ტექნოლოგიების შემოტანის, ახალი ინვესტიციების შემოტანის და ამავე დროს, ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტზე ზეწოლის შემცირების და შესაბამისად, ბიუჯეტში გამოთავისუფლებული დარჩენილი თანხების სწორედ იქით გადამისამართების, სადაც ჩვენს ქვეყანას უფრო მეტად სჭირდება" - განაცხადა ქუმმსიშვილმა.

როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, ბაზრის ლიკვიდურობის გაზრდისთვის  მნიშვნელოვანია გადახდისუუნარობის რეფორმა.

„ეს რეფორმა არის  იმისთვის, რომ სიცოცხლისუნარიანმა კომპანიებმა ძალიან სწრაფად შეძლონ საკუთარი თავის რეაბილიტაცია,  ხოლო კომპანიები, რომლებიც, ასე ვთქვათ, არ იქნებიან სიცოცხლისუნარიანები,  სწორი პროცედურით გავიდნენ ბაზრიდან და სწრაფად მოხდეს ეკონომიკაში ამ აქტივის გამოყენება,  რომელიც მათ გააჩნიათ" - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics