|
2017-12-20 14:17:25, 1511 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი „ევროპულ საქართველოს“: მენტალურად ისევ ადეიშვილის ჩრდილში იზრდებით
„გავემიჯნეთო იძახით, მაგრამ იზრდებით მენტალურად ისევ ადეიშვილის ჩრდილში და იმ იდეოლოგიის ქვეშ ხართ“,-ასე მიმართა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა „ევროპული საქართველოს“ წევრებს, რომლებმაც მას ელექტრონულად საქმეების განაწილების შესახებ კანონის მოქმედების ვადასთან, ვანო მერაბიშვილთან და ახმედ ჩატაევთან დაკავშირებით შეკითხვები დაუსვეს. „ელექტრონულად საქმეების განაწილების შესახებ კანონის მოქმედებას ნუ გადაავადებო მოუწოდებს თავად კანინმდებელი აბესაძე იუსტიციის მინისტრს და არ იცის, რომ იუსტიციის მინისტრი კანონს არ ცვლის თავად კანონმდებელმა. ვანოს რატომ ტოვებ ციხეშიო, ჩხუბობს ბატონი კაპანაძე მაშინ, როდესაც იუსტიციის მინისტრი ციხეებს არ განაგებს და მას კანონით არ აქვს უფლებამოსილება, ვინმე ჩასვას ან გაუშვას ციხიდან, უცნაურია ეს მოთხოვნა. პროკურატურის ხელმძღვანელი კბილაშვილი კი იყო, მაგრამ გაფრთხილებო მეუბნება გიგა ბკერია ეს არავითარ შემთხვევაში არ ახსენო და თქვი, რომ შენ იყავი პროკურორიც და მოსამართლეცო, რა გჭირთ? გავემიჯნეთო იძახით, მაგრამ იზრდებით მენტალურად ისევ ადეიშვილის ჩრდილში და იმ იდეოლოგიის ქვეშ ხართ. მე მზად ვარ, თქვენ დაგეხმაროთ აწყმოს უკეთ გაგებაში. კერძოდ, დიახ, იმ დროს პროკურატურამ სასამარtლო დარბაზში დააყენა შუამდგომლობა, ჯერ იყო გირაო თუარ მეშლება, შემდეგ უკვე ბრალის შესახებ შუამდგომლობა. პროკურატურამ და სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს. მაშინ თქვენი გაფრთხილების მიუხედავად ( ბოკერიას მიმართავს) ვახსენებ, რომ მაშინ ბატონი კბილაშვილი იყო მთავარი პროკურორი.თქვენთვის წარმოუდგენელია, რომ იუსტიციის მინისტრი არ ერეოდეს პროკურატურის საქმიანობაში. ამიტომაც ხართ ჩარჩენილი წარსულში და დიახ, ჩვენ გვქონდა გენ პროკურორს და მთავარ პროკურორს აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ სასამართლო დარბაზში გამოდიოდა პროკურორი, რომელმაც მთავარი პროკურორის პოზიცია გააჟღერა. ბატონო გიგა, ნუ ღელავთ, მე მესმის, რომ თქვენ ძალიან გწყინთ, იუსტიციის მინისტრი იყო ჩატაევის ციხიდან გამოსვლის წინააღმდეგი იმიტომ, რომ ეს თქვენთვის პოლიტიკურად წამგებიანია. გაიგეთ ის, რასაც ვამბობ. თუ არ გაიგებთ, დარჩებით წარსულში“,-მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრებს თეა წულუკიანმა. მთავრობის განახლებული შემადგენლობა პარლამენტში ნდობის მისაღებად იმყოფება.
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)