|
2017-12-20 14:07:51, 2391 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილი პოროშენკოს: პრეზიდენტს, რომელიც ნებაყოფლობით გადადგება, შეუძლია შეწყალების იმედი ჰქონდეს
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ის პირად გვერდზე უკრაინის პრეზიდენტისადმი ღია წერილი გამოაქვეყნა. მან პეტრო უღირს პიროვნებად მოიხსენია და გადადგომისკენ მოუწოდა. „ წინა წერილში მე გთავაზობდით, რომ ერთად მოგვეძებნა კონფლიქტის მოგვარების გზები. თუმცა თქვენ ჩემი პირადი წერილი გაასაჯაროვეთ. წინააღმდეგი არ ვარ, მანდ არაფერი წერია ისეთი, რისი დამალვაც მენდომებოდა. თუმცა, ამ საქციელით თქვენ დაამტკიცეთ, რომ უღირსი პიროვნება ხართ“, – ნათქვამია წერილში. ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტს არ სურს რეფორმების გატარება, რომელსაც უკრაინელი ხალხი ითხოვს. „უკრაინას მესამე მაიდანი არ სჭირდება, ეს ძალიან სახიფათოა. საქმე არა მხოლოდ თქვენ სიცოცხლეს, არამედ მილიონობით უკრაინელის სიცოცხლეს ეხება. ხალხი კი რადიკალურად არის განწყობილი. უკრაინელი ხალხი მზადაა იარაღი აიღოს ხელში და შტურმით აგიღონ. იანუკოვიჩისგან განსხვავებით, თქვენ წასავლელი არასდ გაქვთ. აღიარეთ, რომ თქვენ და თქვენს თანამოაზრეებს არ შეგიძლიათ უკრაინის უკეთესობისკენ შეცვლა. თქვენი ნებაყოფლობითი გადადგომა თქვენი ბოლო შანსია, რათა პოლიტიკური კრიზისი გადალახული იყოს, რომელიც სხვაგვარად მხოლოდ გაღრმავდება. პრეზიდენტს, რომელიც ნებაყოფლობით გადადგება და ხალხის წინაშე თავი დახარა, შეუძლია სასჯელის შემსუბუქებისა და შეწყალების იმედი ჰქონდეს“, - ნათქვამია მიხეილ სააკაშილის წერილში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)