|
2017-12-20 13:33:47, 1384 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი - 9 თვეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია
პირველი ვიცე პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით. ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში 5 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას ისაუბრა. მისი ინფორმაციით, 2017 წლის 9 თვეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და 1,346.5 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ამასთან, 2017 წლის მესამე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 17.6%-ით (89.0 მლნ. აშშ. დოლარით) გაიზარდა და 594.5 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, ეს არის დაუზუსტებელი მაჩვენებელი, ხდება მისი შედარება წინა წლის დაზუსტებულ მაჩვენებელთან, შესაბამისად, წლევანდელი მაჩვენებლების დაზუსტების შემდეგ დინამიკა პოზიტივისკენ შეიცვლება. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებით არის მოლოდინი, რომ მათი ოდენობა 2017 წელს 1 მლრდ 600 მლნ დოლარს გადააჭარბებს. როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, ეკონომიკის რეალურ სექტორში ინვესტიციების ზრდა ხელს უწყობს ახალი ტექნოლოგიების შემოტანას ქვეყანაში, ზრდის პროდუქტიულობის დონეს და პოზიტიურად აისახება ექსპორტის და დასაქმების მაჩვენებლებზე. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში მნიშვნელოვნად გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა ეკონომიკის რეალურ სექტორში (33.7%-ით, 62.2 მლნ. აშშ. დოლარით), მათ შორის მშენებლობის სექტორში ინვესტიციები გაიზარდა 85.6%-ით (53.6 მლნ. აშშ. დოლარი) და 116.2 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, ენერგეტიკის სექტორში 75.5%-ით (31.1 მლნ. აშშ დოლარით) და 72.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, მნიშვნელოვნად, 143.1%-ით (17.7 მლნ. აშშ დოლარით) გაიზარდა ინვესტიციების მოცულობა სასტუმროების და რესტორნების სექტორში და 30.1 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ქვეყანაში ძირითად ინვესტორ ქვეყნებს აზერბაიჯანი, თურქეთი და გაერთიანებული სამეფო წარმოადგენენ. 2017 წლის 9 თვეში აზერბაიჯანიდან განხორციელებული ინვესტიციების მოცულობამ 378.2 მლნ. აშშ. დოლარი (მთლიანი ინვესტიციების 28.1%), თურქეთიდან 259.2 მლნ. აშშ.დოლარი (ინვესტიციების 19.2%) ხოლო გაერთიანებული სამეფოდან 175.0 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა (13.0%) შეადგინა. დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ისაუბრა პირველ 3 კვარტალში რეინვესტირების გაზრდილ მაჩვენებლებზე. მისი ინფორმაციით, 2016 წელს, პირველ 3 კვარტალში 318 მლნ დოლარის რეინვესტირება განხორციელდა, 2017 წელს კი 591.5 მლნ, რაც 85%-იან ზრდას შეადგენს. „რა თქმა უნდა, ეს იმ გადაწყვეტილებების შედეგია, რომელიც პარლამენტმა მთავრობასთან ერთად მიიღო, როდესაც მოგების გადასახადის რეფორმა გაატარა და ამით კომპანიები წაახალისა ბიზნესში რეინვესტირების განხორციელებისთვის", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
(NS)
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)