15:18 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-20 11:33:30, 1700 ნახვა

კომენტარი
სერგეენკო: ყველაზე მთავარი გამოწვევა ამბულატორიულ მედიკამენტებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობაა

„ყველაზე მთავარი გამოწვევა ამბულატორიულ მედიკამენტებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობაა“, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.

სერგეენკოს თქმით, ამ მიმართულეებით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა ეს არასაკმარისია.

„ყველაზე მთავარი გამოწვევა არის მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ნაწილის და არა მარტო მათი წვდომა ამბულატორიულ მედიკამენტებზე. ამაზე ვფიქრობ ცალკე გვექნება დეტალური  საუბარი. ამ მიმართულებით მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობაზე, პირველი ივლისიდან დავიწყეთ ახალი პროგრამა, რომელიც ამ ეტაპზე მოიცავს მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, ვისაც 100 ათასზე ნაკლები ქულა აქვს  და გარკვეულ ჩამონათვლას მედიკამენტების,  რომელიც ფარავენ ყველაზე უფრო გავრცელებულ  ქრონიკულ დაავადებებს. ეს თავისთავად მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია,  თუმცა არ არის საკმარისი.    ეს როგორც ჩამონათვალის მხრივ გაფართოება მედიკამენტების, ასევე ამ პროგრამით მოსარგებლეების გაზრდა  ერთ-ერთი პირველი სტრატეგიული ამოცანაა, რაც ჯანდაცვის სისტემის წინაშე დგას“,-აღნიშნა სერგეენკომ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics