15:18 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-20 11:17:45, 1471 ნახვა

კომენტარი
ჩხენკელი: უმთავრესი ამოცანა განათლების ხარისხის ამაღლება და მისი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაა

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე, მიხეილ ჩხენკელმა განათლების ყველა დონეზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზე ისაუბრა.

მინისტრის აზრით, დღეს განათლების სისტემის განვითარების უმთავრესი ამოცანა განათლების ხარისხის ამაღლება, მისი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა და  განათლების თითოეულ დონეზე ინკლუზიის  უზრუნველყოფაა.

ქალაქისა და სოფლის სკოლებს შორის ზოგადი განათლების კუთხით არსებული პრობლემების დასაძლევად, მინისტრის თქმით, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება სოფლის სკოლების საგანმანთლებლო ცენტრებად გარდაქმნაზე, რაც  საბავშვო ბაღს, სკოლას, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, ბიბლიოთეკას, სპორტულ და შემოქმედებით კლუბებს გააერთიანებს. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში განსაკუთრებული ყურადღება სახელმწიფო ენის შესწავლას დაეთმობა. თუმცა, მოზარდებთან ერთად, საგანმანათლებლო აქტივობებში მონაწილეობა ზრდასრულ მოსახლეობასაც შეეძლება.  





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics