|
2017-12-20 10:57:24, 1656 ნახვა
საზოგადოება
მედიაცია, სერვისები და სააღსრულებო რეფორმა - ანგარიში ჟურნალისტებისთვის
სააღსრულებო პროცედურები, მედიაცია ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულებისთვის და არა სააღსრულებო სერვისები - ამ თემების შესახებ ინფორმაცია მასობრივი მედია საშუალებების წარმომადგენლებმა მიიღეს. საინფორმაციო სემინარი აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ტელე-რადიო, ბეჭდური და ონლაინ მედიის წარმომადგენლებისთვის გამართა. ღონისძიებას 30 სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელი ესწრებოდა. ბიუროს თანამშრომლებმა ჟურნალისტებს მიაწოდეს ინფორმაცია სააღსრულებო საქმისწარმოების პროცედურებისა და იმ სერვისების შესახებ, რომელთაც აღსრულების ეროვნული ბიურო გასცემს. მათ შორის, ფაქტების კონსტატაცია და ელექტრონული მაღაზია. მედიისთვის მოეწყო პრეზენტაცია იძულებითი აღსრულების პროცესში მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახურისა და სოციალური მუშაკების ჩართულობისა და მიღწეული შედეგების შესახებ. 2017 წლის 9 თვის განმავლობაში აღსრულების ეროვნულ ბიუროში მხარეებს შორის მორიგებისა და განწილვადების მაჩვენებელმა 10 ათას ერთეულამდე შეადგინა. ბიუროს პოლიტიკა და საქმისწარმოებაში მედიაციის გაძლიერება იყო საუბრის ძირითადი თემა აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან. დისკუსიის ფორმატში, ჟურნალისტების დაინტერესება, ახალმა სააღსრულებო კოდექსმა გამოიწვია. იოსებ ბაღათურიამ მედიის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია უწყებაში დაგეგმილი სისტემური ცვლილებისა და იმ რეფორმის თაობაზე, რომლითაც ქვეყანაში თანამედროვე, ევროპული ტიპის სააღსრულებო წარმოება დაინერგება. აღსრულების ეროვნული ბიურო მედია საშუალებებთან ყოველდღიურად ინტენსიური საქმიანი ურთიერთობის გარდა, უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს, განხორციელებული რეფორმებისა და დანერგილი სერვისების შესახებ პრეზენტაციას მედია საშუალებებს ყოველი წლის ბოლოს შეხვედრისა და დისკუსიის ფორმატში წარუდგენს.
(NS)
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
რეჟიმის მიერ გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის დაკავებულ ძალოვანებს ბრალდება წარედგინათ
გელა ხასაიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ის ციხეს სექტემბერში დატოვებს
„გოგოების გზა ტექნოლოგიებში - სწავლიდან ლიდერობამდე“ - გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენცია თიბისის მხარდაჭერით გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)