15:23 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-19 19:26:54, 2100 ნახვა

საზოგადოება
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში ტრენინგების ციკლი დასრულდა

იუსტიციის სასწავლო ცენტრმა მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში უფასო ტრენინგების ციკლი დაასრულა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ტრენინგის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს მიწაზე უფლების დადგენის პროცესში მათი უფლება-მოვალეობები, პროცედურები, ვადებსა და მიწის სისტემურ რეგისტრაციასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

როგორც ცნობილია, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, 2016 წლიდან მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა მიმდინარეობს.

რეფორმის ერთ-ერთი ეტაპი მიწის ნაკვეთების სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის განხორციელებას გულისხმობს.

პროექტის ფარგლებში გეოგრაფიული მრავალფეროვნების ნიშნით შერჩეულია 12 დასახლება, სადაც სახელმწიფოს მიერ სრულად დარეგისტრირდება კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები.

 შერჩეულ დასახლებებში შესაბამისი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, მედიატორები, კონტრაქტორი კომპანიები და პროცესთან დაკავშირებული სხვა პირები მიწის სისტემური რეგისტრაციის შესახებ სიახლეებს ეცნობოდნენ.

წელს ტრენინგების ციკლი ორ ეტაპად ჩატარდა. პირველი ეტაპი მიმდინარე წლის მარტიდან დაიწყო და აგვისტოში დასრულდა, მეორე ეტაპზე კი, ტრენინგები ნოემბრიდან დეკემბრამდე მიმდინარეობდა.

მეორე ეტაპზე ტრენინგებში მუნიციპალიტეტებში მოქმედი ნოტარიუსებიც ჩაერთვნენ.

მთლიანობაში ტრენინგები 200-ზე მეტმა პირმა გაიარა.

დასახელებული ტრენინგები იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ ევროკავშირის პროექტის − „კერძო და ადმინისტრაციული სამართლის სისტემების განვითარების ხელშეწყობა საქართველოში" − გრანტის ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) „ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოების პროგრამა" ახორციელებს.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
რეჟიმის მიერ გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის დაკავებულ ძალოვანებს ბრალდება წარედგინათ
გელა ხასაიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ის ციხეს სექტემბერში დატოვებს
„გოგოების გზა ტექნოლოგიებში - სწავლიდან ლიდერობამდე“ - გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენცია თიბისის მხარდაჭერით გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics