15:23 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-19 17:35:54, 1775 ნახვა

საზოგადოება
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 83-ე შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებთან ერთად ის ინციდენტები განიხილეს, რომლებიც  ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, საოკუპაციო ზოლსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მიმდინარე წლის 16 ნოემბრიდან 18 დეკემბრის პერიოდში დაფიქსირდა.

შეხვედრაზე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მონაწილეებთან ოკუპირებულ რეგიონში მიმდინარე მილიტარიზაციის პროცესსა და 2017 წლის მანძილზე ჩატარებულ უკანონო სამხედრო წვრთნებზე ისაუბრეს.

განსაკუთრებული ყურადღება  დაეთმო საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე ე.წ. „ბორდერიზაციის“ უკანონო პროცესით შექმნილ პრობლემებს და 2014 წელს, ოკუპირებულ ახალგორში გაუჩინარებული, ხოლო მოგვიანებით გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის დავით ბაშარულის საქმის გამოძიების აუცილებლობის საკითხს.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის  მორიგი  შეხვედრა  2018 წლის 24  იანვარს გაიმართება. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
რეჟიმის მიერ გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის დაკავებულ ძალოვანებს ბრალდება წარედგინათ
გელა ხასაიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ის ციხეს სექტემბერში დატოვებს
„გოგოების გზა ტექნოლოგიებში - სწავლიდან ლიდერობამდე“ - გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენცია თიბისის მხარდაჭერით გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics