15:23 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-19 15:41:12, 1916 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძემ მეხუთე მოადგილედ ილია ელოშვილი წარადგინა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მერის კიდევ ერთი მოადგილის  კანდიდატურა წარადგინა. დღეიდან, თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას ილია ელოშვილი დაიკავებს.

კახა კალაძემ ილია ელოშვილს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ ახალი ენერგიით, დედაქალაქის განვითარებისთვის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება.

„მინდა წარმოგიდგინოთ მერის მოადგილის თანამდებობაზე ილია ელოშვილის კანდიდატურა. ის წლების განმავლობაში, ჩემთან ერთად, ენერგეტიკის სამინისტროში მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. ჩვენ 2012 წლიდან ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ და საქართველოს ენერგეტიკის წინსვლაში მისი დიდი დამსახურებაა. იმედი მაქვს, რომ ერთიანი ძალისხმევით, ახალი ენერგიით, ჩვენი დედაქალაქის წინსვლისა და განვითარებისთვის ძალიან ბევრს გავაკეთებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ქალაქის განვითარებისა და წინსვლისთვის ძლიერი გუნდი მნიშვნელოვანია, რომელიც პროფესიონალებით, კომპეტენტური და პატიოსანი ადამიანებით უნდა იყოს დაკომპლექტებული.

„ჩვენ წინასაარჩევნოდ შვიდპუნქტიანი გეგმა გვქონდა წარმოდგენილი, სადაც ყველა ის მიმართულება იყო გაწერილი, რომელიც ჩვენს დედაქალაქს აწუხებს. შესაბამისად, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ჩემი გუნდით აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას ამ პროექტების განხორციელებაში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო გიგა ნიკოლეიშვილს, რომელიც მერის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ის დაცვის პოლიციას უხელმძღვანელებს და მინდა მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები ვუსურვო“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ილია ელოშვილმა თბილისის მერს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა.

„ეს პირველ რიგში, ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა. ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი და მიხარია, რომ ვარ იმ გუნდში, რომელშიც ძალიან დიდ ენერგიასა და მონდომებას ვხედავ. ვეცდები, თქვენი იმედები ყველანაირად გავამართლო“, - აღნიშნა ილია ელოშვილმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
რეჟიმის მიერ გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის დაკავებულ ძალოვანებს ბრალდება წარედგინათ
გელა ხასაიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ის ციხეს სექტემბერში დატოვებს
„გოგოების გზა ტექნოლოგიებში - სწავლიდან ლიდერობამდე“ - გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენცია თიბისის მხარდაჭერით გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics