23:44 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-19 13:35:00, 2149 ნახვა

მსოფლიო
2017 წელს ყველაზე მეტი ჟურნალისტი სირიაში მოკლეს

2017 წელს ყველაზე მეტი ჟურნალისტი სირიაში დაიღუპა, - ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრების გარეშე" ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის თანახმად, წელს სირიაში სამსახურეობრივი მოვალეობის დროს 12 ჟურნალისტი დაიღუპა. მეორე ადგილს მექსიკა იკავებს, სადაც 11 ჟურნალისტი მოკლეს. ორგანიზაციაში ხაზს უსვამენ, იმ ფაქტს, რომ მექსიკა სიაში შარშანაც მოხვდა, მიუხედავად იმისა, რომ აქ ომი არ მიმდინარეობს. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ჟურნალისტებს ნარკო კარტელები იშორებენ, რომელთა უკანონო საქმიანობას მედია ინტენსიურად აშუქებს.

"რეპორტიორების საზღვრების გარეშეს" ანგარიშში ასევე მოხვდნენ:  ერაყი - 9 ჟურნალისტი, ავღანეთი - 8, ინდოეთი - 4, ფილიპინები - 4, სომალი - 4, რუსეთი - 1, მალტა - 1, სამხრეთ სუდანი -1, ჰონდურასი -1, დანია-1, კოლუმბია -1, ბრაზილია -1, ბირმა -1, ბანგლადეში -1.

აღსანიშნავია, რომ დაღუპული 65 ჟურნალისტიდან, 58 საკუთარ ქვეყანაში მოკლეს, ხოლო 7 საზღვარგარეთ, როდესაც ისინი სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდნენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics