14:08 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-18 16:27:59, 2106 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევში, ლეჩხუმის პირველი შესახვევის რეაბილიტაცია დასრულდა

ნაძალადევის რაიონში, ლეჩხუმის პირველი შესახვევის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, შესრულებულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად,  ადგილზე გაეცნო.

„50 წელზე მეტია ამ ქუჩაზე ასფალტის საფარი არ დაგებულა. ადგილობრივ მცხოვრებლებს წვიმიან ამინდში ძალიან დიდი დისკომფორტი ექმნებოდათ. ახლა უკვე მოწესრიგებულია საგზაო ინფრასტრუქტურა და მოსახლეობაც კმაყოფილია, რადგან პროექტის მიმდინარეობისას, მაქსიმალურად ვეცადეთ, მათი ყველა მოთხოვნა გაგვეთვალისწინებინა“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.

საგზაო სამუშაოების ფარგლებში, ლეჩხუმის პირველ შესახვევში ორი ფენა ასფალტის საფარი დაიგო და მოეწყო ბორდიურები.

ინფრასტრუქტურული პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა. 

(NS) 

 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ახალი სახელმწიფო მინისტრი პროკურატურის ფუნქციებს გაიმეორებს - TI
რეჟიმის პატიმარმა გიორგი კუჭუაშვილმა, 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
ივანიშვილს წარმომადგენელი პაპუაშვილი საერთაშორისო გამჭირვალობას ემუქრება
ფრიდონ ბუბუტეიშვილმა შეწყალებას ხელი მოაწერა – გიორგი რომელაშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics