|
2017-12-18 15:57:29, 891 ნახვა
რეგიონი
საახალწლო საჩუქარი ბერიძეების ოჯახს
ახალი წელი შუახევში, ლომანაურში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ხასან ბერიძის ოჯახისთვის, რამდენიმე დღით ადრე დადგა. მრავალწევრიან ოჯახს შუახევის ახალმა მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ, მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის სახელით საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადასცა. სოციალურად დაუცველ ოჯახში მარტოხელა მამა, ხასან ბერიძე, 18 წლამდე ასაკის 4 შვილს ზრდის. უფროსი ინდირა გოგინიაურის საჯარო სკოლის 12 კლასის მოსწავლეა, ტყუპები ანა და აჩიკო ლომანაურის საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლეები არიან, უმცროსი ლანა ამავე სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეა. მათ საშობაო ტკბილეულიც მიიღეს. ბერიძეების ოჯახმა მადლიერება გამოხატეს ყურადღებისთვის და თანადგომისთვის. ფრიდონ ფუტკარაძესთან ერთად ბერიძეების ოჯახს დღვანის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი იმედა მუკუტაძეც სტუმრობდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)